29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
"ქართული ოცნების" ინიციატივაა ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, "ქართულ ოცნება" ახალი ინიციატივით გამოდის, რაც საარჩევნო კოდექსის შემუშავებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

"ჩვენ სამართლიანი არჩევნებისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ. "ქართული ოცნება" გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომელის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის პასუხისგმებლობა დაეკისრება. ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში.

ამ ცვლილებებით როგორც ხედავთ კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი.

ჩვენი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

 

 

დღის ამბები