კორუფციისაგან თავისუფლების რეიტინგში საქართველო საუკეთესო ქვეყნების ათეულშია. ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირისა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით სულ 144 ქვეყანა შეფასდა. მსოფლიო ბანკმა საწარმოების კვლევა 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩაატარა.
საქართველოში 581 კომპანიის მფლობელი და მენეჯერი გამოიკითხა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 10%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%-ია.
საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9% - 15%-ს აღწევს, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 10% -19%-ს.
საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანი კვლევის შედეგებს საინტერესოს და სასიხარულოს უწოდებს.