29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა შესაძლოა გვიან შემოდგომაზე დამტკიცდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა დამტკიცდეს. მისივე განცხადებით, საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება მოლაპარაკებებში ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა რომ, ამ ეტაპზე, კორონავირუსისგან სამედიცინო ნიღაბზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს და მოსახლეობას მისი ტარებისკენ მოუწოდა. 

"პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. როგორც დახურულ შენობებში, ასევე ღია სივრცეში, თუ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს სერიოზულად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა ფინალურ ეტაპზეა. რამდენიმე ვაქცინა დღეს კლინიკურ კვლევას გადის 9-დან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები