29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 4 იმპორტირებული, 1 კი დაავადებულთან კონტაქტი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 1 დაავადებულთან კონტაქტია, 4 შემოტანილია (მათ შორის 1 მძღოლია), ხოლო 2 მათგანი სამედიცინო პერსონალი.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდათ. თუ რომელი სამედიცინო დაწესებულებიდან არიან ეს პირები, მარინა ეზუგბაიას ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისთვის შემთხვევების რაოდენობა 1436-ს შეადგენს. 

გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი. გარდაცვლილია 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღის ამბები