ლიონელ მესიმ "ბარსელონას" დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა. ესპანური ავტორიტეტული სპორტული გამოცემა ""მარკას"" ცნობით, მესიმ ამის შესახებ კატალონიურ კლუბს ოფიციალურად ფაქსით უკვე აცნობა.
გამოცემის მტკიცებით, ლეოს "ბარსასთან" კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა სურს. კატალონიის რადიო "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ მესი რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელს და კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა. ადგილობრივი პრესა იმასაც წერს, რომ "ბარსელონა" მესის გაშვებას არ აპირებს.
ბარსელონას ინფორმაციით, მესის მსურველმა კლუბმა 700-ი მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.