ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაშია მიცემული.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომლის კომპანიასაც არ გააჩნდა ტენდერში მონაწილეობისთვის სავალდებულო მუშაობის გამოცდილება, გააყალბა შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.