29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ხევსურეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გადარჩენილი 3 პირი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია - ტრაგედიის რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება

საქართველოში გლოვის დღეა - საზარელი ავარიის მიზეზი, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პირველადი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

დღეს "კურიერმა" გაარკვია, რომ მანქანაში, რომელსაც რთულ რელიეფზე ტურისტული ჯგუფი გადაჰყავდა დაშვებული, 16-ის ნაცვლად 20 მგზავრი იჯდა, დამატებული სავარძლების გარდა, "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსს არ ჰქონდა გავლილი ტექნიკური შემოწმებაც.

ავტოკატასტროფის შედეგად გადარჩენილი 3 მოქალაქე კი, ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ დაღუპული ოჯახის ახლობლებს რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მთავრობა საზღვრის კვეთისა და შემდგომი პროცედურების გავლაში დაეხმარება. 

დღის ამბები