29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
დადგა თუ არა შვილის სუიციდის სცენა მამამ - რას ჰყვებიან გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები

დადგა თუ არა მამამ შვილის სუიციდის სცენა - თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? გახმაურებული საქმეში ახალი ვერსია გაჩნდა,  ბებია არ გამორიცხავს, რომ 11 წლის ბავშვი მამას ცემის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი მშობელმა სუიციდის სცენა გაათამაშა.

თერჯოლის რაიონში დღეს უკვე ღიად საუბრობენ დაკავებული მოზარდის მამის პათოლოგიურ სიმთვრალეზე და იმაზე, რომ ის ოჯახის წევრებზე სისტემატიურად ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამაზე უკვე მთელი სოფელი ღიად საუბრობს და დაღუპულის ოჯახს თანადგომას უცხადებს, ბავშვი დროულად არავინ დაიცვა. მოზარდი დაღუპვისგან ვერ იხსნა ვერც პოლიციის ჩარევამ.

პრობლემებზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლებს აქვთ, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც და ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივ გადაჭრისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები