29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ფინანსდება თუ არა "პატრიოტთა ალიანსი" კრემლიდან - ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში რუსული ფულის შესაძლო არსებობის შესახებ გამოძიებას ითხოვს

შპიონაჟი და უცხო ქვეყნისგან დაფინანსების მიღება - ეს არის მუხლები, რომლითაც ოპოზიციური პარტიები "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას გენერალურ პროკურატურას თხოვენ.

ოპოზიციის ნაწილი ეჭვობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" საარჩევნოდ კრემლიდან ფულს იღებს. შესაბამისი განცხადება საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩაბარდა. მას ხელს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ევროპულ საქართველოსთან" ერთად ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალაც აწერს, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" მსგავსად არაერთხელ გამხდარა კრემლის სტუმარი.

თავად "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და პოლიტიკურ ოპონენტებს მის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ინაშვილის ბრალდებას "კურიერთან" ინტერვიუში უარყოფს თავად იგორ კუროპტევი.

დღის ამბები