29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
სვეტლანა ციხანოვსკაიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე  ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა

სვეტლანა ციხანოვსკაიამ დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილ ევროპარლამენტარებს ვიდეო ჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, 9 აგვისტოს არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო და ის ბელარუსმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ აღიარა.

ციხანოვსკაიამ ევროპარლამენტარებს ბელარუსი ხალხის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბელარუსში არა პოლიტიკური, არამედ დემოკრატიული რევოლუცია მიმდინარეობს.

"დღეს ჩემს ქვეყანაში არეულობაა. მშვიდობიან დემონსტრანტებს უკანონოდ აკავებენ, აპატიმრებენ და სცემენ. ხელისუფლება იყენებს დაშინების ტაქტიკას. სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაკარგულია. ეს ყველაფერი კი შუაგულ ევროპაში ხდება,"-აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია. 

დღის ამბები