29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
სტუდენტები გერმანიაში სუბსიდირებული ფრენიების დანიშვნას ითხოვენ

აქცია მთვრობის ადმინისტრაციასთან - სტუდენტები გერმანიაში სუბსიდირებული ფრენების დანიშვნას ითხოვენ.

ახალგაზრდების მთავარი ადრესატი პრემიერ-მინისტრია. აქციას შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ხელმძღვანელიც.

"ვითხოვთ კიდევ ერთ სპეცრეისს სტუდენტებისთვის, რათა გერმანიაში ჩასვლა და მუშაობა შევძლოთ. დავრჩით სტუდენტების დიდი ჯგუფი, რომლებიც ვერ ყიდულობენ ბილეთებს, უტოპიური ფასის გამო,"-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნიკა სილაგაძემ

"საოცარია უბრალოდ, რომ გახარიას და მთავრობის გადაწყვეტილებით ამოგვქოლონ. რატომ არ არის რეისები გახსნილი, კაცმა არ იცის. 500 ახალგაზრდა, რომელსაც საზაფხულო სამუშაო აქვს გერმანიაში, 4 ათას ევროს მიიღებს შემოსავალს, რომ საკუთარი სწავლის ფული გადაიხადონ, გაჭედილია საქართველოში და ვერ მიფრინავს გერმანიაში. აქ ხომ სამსახური არ არის, ახალგაზრდებს აქ ხომ პერსპექტივა არ აქვთ,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები