29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მძიმდება - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას დიდი შეკრებებისგან თავშეკავებას ურჩევს

2 გარდაცვლილი 24 საათში - საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მძიმდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას დიდი შეკრებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფექციის გავრცელების რისკი გაზრდილია.

"სამწუხაროდ, დაგვემატა 2 ახალი გარდაცვალების შემთხვევა. ერთი გახლდათ 87 წლის ქალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ერთ-ერთ კლინიკაში. ძირითადად, ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო. მეორე, ანუ მე-19 ლეტალური შემთხვევა ასევე განვითარდა გუშინ, შუადღისას. ეს არის 67 წლის ქალი, რომელსაც 19 აგვისტოს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ეს გახლდათ ოჯახური შემთხვევა, ოჯახში 4 წევრს დაუდასტურდა კოვიდინფექცია.

სამწუხაროდ, გუშინ დილას შემთხვევა გართულდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დის მიერ მის გადაყვანასთან დაკავშირებით. ვერ მოესწრო გადაყვანა, განვითარდა უეცარი სიკვდილი, რომელიც დიდი ალბათობით, დაკავშირებულია ცხიმოვან ემბოლიასთან, რომელიც საკმაოდ ხშირი გართულებაა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის შემდგომი,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები