29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ბავშვთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზი - 111 ამოქმედებულია, თუმცა 24-საათიან რეჟიმში არ მუშაობს - გოგა ხატიაშვილი

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ბავშვებს ძალადობის დროს დასახმარებლად შეუძლიათ 111-ში დარეკონ, თუმცა ეს სერვისი 24-საათიანი არ არის.

როგორც ხატიაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია რომ ბავშვებმა დასახმარებლად იმ პირებსაც მიმართონ, ვინც გულშემატკივრად მიაჩნიათ.

"ბავშვებმა, პირველ რიგში, უნდა მიმართონ იმ ადამიანს, რომელიც ეგულებათ მხარდამჭერად. ეს შეიძლება იყოს მისი მეგობარი, მასწავლებელი, რომელიც მიეხმარება სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში. შეუძლია ამას დამოუკიდებლადაც გაართვას თავი და დარეკოს ცხელ ხაზზე - 112-ზე, რომელიც არის 24-საათიანი ცხელი ხაზი.  ასევე, ამოქმედდა 111 - ბავშვთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზი, რომელიც, ამ ეტაპზე, მართალია, არ მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, თუმცა დღის განმავლობაში ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ამის შესახებ ინფორმაცია. 

მთავარი პრობლემა არის სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით. ბავშვთა მიმართ ძალადობასთან მიმართებით მთავარი გამოწვევაა ეფექტიანი პოლიტიკის არარსებობა, რაც უარყოფითად აისახება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე," - აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა "დღის კურიერში". 

დღის ამბები