29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - ინფექციის გამო სოფელი ლაბრა ჩაიკეტა

23 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში კორონავირუსით  52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას  დაავადების მე-14 დღეს მიმართა, მანამდე ის სიცხის დამწევი საშუალებებით სახლში თავად მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით იმის გამო, რომ ეს სოფელ ლაბრაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის მე-5 შემთხვევაა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ამ სოფელში 14 დღით საკარანტინო რეჟიმი დაწესდეს.

ამ ეტაპზე, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები250 აღწევს. გარდაცვლილია 4.

დღის ამბები