29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ვინმე, რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებდეს - სოფო კილაძე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება პროკურატურის გადასაწყვეტია, თუმცა თუ დადასტურდება ინფორმაცია, რომ პარტია კრემლის მიერ ფინანსდება, შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

"საინტერესოა გაირკვეს ყოველთვის პარტიული დაფინანსების წარმომავლობა. შესაბამისად, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცალსახაა რომ ამ საკითხს უნდა გაეცეს პასუხი. ნებისმიერი ფორმა რაც კი არსებობს კონკრეტული უწყებებისთვის, არსებობს აუდიტის სამსახური, საგამოძიებო ორგანოები, ცესკო. სხვადასხვა საკითხები გაჟღერდა - რეგისტრაციის საკითხი, გამოძიების საკითხი. მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა ბერკეტი უნდა იქნეს გამოყენებული," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. 

"ქართული ოცნების" წევრი სოფო კილაძე ელენე ხოშტარიას მიერ"პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადების შეტანას გამოეხმაურა. სოფო კილაძის თქმით, ელენე ხოშტარია თავად სწავლობდა ოკუპანტ ქვეყანაში.

"ელენე ხოშტარია თვითონ როდესაც სწავლობდა ოკუპანტ ქვეყანაში, კარგი იქნებოდა მაშინ გახსენებოდა რომ ოკუპანტია ის ქვეყანა.

ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან ოკუპანტისგან ფინანსდება, ეს კანონის დარღვევა არის პირველ რიგში და მორალურადაც დაუშვებელია და წარმოუდგენელია ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ვინმე იღებდეს რაიმე ტიპის დაფინანსებას," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

დღის ამბები