29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
იულია ტიმოშენკო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება

პარტია "ბატკივშინას“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება, უკრაინელ პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა.

სააგენტო UNIAN-ის ინფორმაციით, ტიმოშენკო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის.

იულია ტიმოშენკოს შვილს, რომელსაც, ასევე კოვიდ-19 დაუდგინდა, ვირუსის იოლი ფორმა აქვს.

იულია ტიმოშენკოს ინფიცირების შესახებ ინფორმაცი 23 აგვისტოს გახდა ცნობილი.

დღის ამბები