29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
შატილში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკა გვაქვს - ლევან რატიანი

შატილში მომხდარი ტრაგიკული ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს. 

"დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს, მათ შორის, ნერვოლოგიური სტატუსის მხრივ. თავის ტვინს სიცოცხლე შენარჩუნებული აქვს. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, ამ დროისთვის, მათთვის ჟანგბადის მიწოდება შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ სიტუაცია დადებითად მიმდინარეობს. სამივე მათგანს ჰქონდა თირკმლის მწვავე უკმარისობა, თუმცა ეს პრობლემა აღდგენილია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩებიან და იმ რთულ გზასა და ბეწვის ხიდს, რომელიც მათ გამოჯანმრთელებისთვის უნდა გაიარონ - წარმატებით გავივლით," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები