29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, ერთი ლენჯრიდან, ერთი კი სამედიცინო პერსონალია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტიდან, ერთი სამედიცინო პერსონალია.  

"დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაგვემატა. მათგან ერთის წყარო ლენჯერია, ორის დაავადების წყარო დაავადებულთან კონტაქტია, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, მათგან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და საერთო ჯამში  1150-ია. დღევანდელი მონაცემებით, COVID ცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

​მისივე განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმე. 

დღის ამბები