29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველო შეუერთდა

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველო შეუერთდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაშია ნათქვამი.

რუსეთისთვის სანქციების 2021 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივებას საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია და უკრაინაც უერთდება. ევროკავშირი ექვსი სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. ევროკავშირის საბჭომ რუსეთს ეკონომიკური შეზღუდვები 2014 წელს დაუწესა.

სანქციების მოქმედების ვადის მომდევნო წლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება კი მიმდინარე წლის 18 ივნისს მიიღო. სანქციების მიხედვით, ანექსირებულ ყირიმში სხვადასხვა საქონლის ექსპორტი და იმპორტი, ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების განხორციელება იკრძალება.

დღის ამბები