29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კოვიდ-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 79 ტესტიდან 5-ის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 14 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 247 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 101 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

დღის ამბები