29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
უკიდურესად დამწუხრებული ვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - ნიკოლო ფაშინიანი შატილში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლო ფაშინიანი.

"უკიდურესად დამწუხრებული ვარ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ჩემი გულწრფელი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფი გამოჯანმრთელება დაშავებულებს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი "ტვიტერში".

დღის ამბები