29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
საქართველოში გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საქართველო შატილის გზაზე დაღუპულებს გლოვობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღევანდელი დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

მთავრობის ხელმძღვანელის განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე - მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე - სახელმწიფო დროშები ღამის 12 საათიდან დაეშვა. გადადებულია გასართობი და მუსიკალური ღონისძიებებიც.

ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას შატილის გზაზე 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია.

დღის ამბები