ქუთაისში შატილში დაღუპულთა პატივსაგებად მოქალაქეები "თეთრ ხიდზე" შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა სანთლებით სიმბოლურად 17 დაწერეს და ამგვარად გამოუცხადეს სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახებს. მათი თქმით, რაც მოხდა მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
აქციის მონაწილეების თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სახელმწიფოს, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და მოქალაქეებს, მათივე თქმით, გზებზე უსაფრთხოების ნორმები უნდა გამკაცრდეს.