29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
თუ ოკუპანტი ქვეყნიდან "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების ფაქტი დადასტურდება, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს - მამუკა მდინარაძე

აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუკი რუსეთიდან "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების ფაქტი დადასტურდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ეს განცხადება მან იმ სტატიასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" კრემლისგან არჩევნებისთვის 8 მილიონი მიიღო.

"თუ ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი მართლაც დაფიქსირდა, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ე.წ. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რომ ბრაზდებიან, ჯერ თვითონ გაიხსენონ როგორ უღალატეს თავის ქვეყანას და როგორ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ომი აგვისტოს ომიდან 2 თვის თავზე და შემდეგ ისიც გაიხსენონ, როგორ ამბობდნენ თავად ისინი, რომ არ გამორიცხავდნენ პრორუსულ ძალებთან კოალიციის შექმნას,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები