29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
როგორ აპირებს ოპოზიცია ამომრჩეველთა ხმების დაცვას - 26-მა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა

დღს მემორანდუმზე ხელმოწერით 26-მა ოპოზიციურმა პარტიამ პირობა დადო, რომ ამომრჩევლის ხმებს ყველა ერთად დაიცავს. მექანიზმი ასეთია - შეიქმნება სპეციალური შტაბი, გაკეთდება ერთიანი ბაზა და მასში დარღვევებს ასახავენ.

ვინც დღეს მემორანდუმს არ შეუერთდა, ოპოზიციურ ერთობაში ხელისუფლების სატელიტები უწოდეს. თავის მხრივ, ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ამბობენ, რომ იდეას იზიარებენ, მაგრამ პოლიტიკური შეუთავსებლობა აქვთ ერთი მაგიდის ირგვლივ მსხდომ პოლიტიკოსების ნაწილთან.

მსგავსი მემორანდუმის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში, სადაც დღეს ოპონენტებს დესტრუქციულები უწოდეს.

ხელმოწერის შემდეგ, ხმების დაცვის მემორანდუმი ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით ღია დოკუმენტად დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც მომავალში გაუჩნდება ხელმოწერის სურვილი, შეუძლიათ ლეიბორისტულ პარტიას მიმართონ.

დღის ამბები