29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ბავშვის გასხვისების თაღლითური სქემა თუ შანტაჟი - ბიოლოგიური დედა აცხადებს რომ ჩვილი მოტყუებით წაართვეს

მაკა ოთხოზორია "კურიერს" უყვება, რომ მშობიარობის შემდეგ, პირველი სამედიცინო ცენტრიდან გაწერის წინ მას გაურკვეველი მედიკამენტი მიაღებინეს, რომელმაც გააბრუა, შემდეგ კი რამდენიმე დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს.

მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ხელმოწერილი დოკუმენტით მეგობარ ქალს ბავშვთან დაკავშირებული მინდობილობა მიანიჭა, მისთვის უცნობი მამაკაცი კი, ჩვილის მამად აღიარა. 

პირველი სამედიცინო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ქალმა მათთან იმშობიარა და კლინიკაც ჩვილთან ერთად დატოვა.

ოჯახში, სადაც ბავშვი იზრდება აცხადებენ, რომ ბიოლოგიურმა დედამ ბავშვზე უარი თავად თქვა, ახლა კი ოჯახს აშანტაჟებს და ფულს ითხოვს.

მაკა ოთხოზორიას სარჩელი მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე შევიდა. 

დღის ამბები