29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი - 87 წლის ქალი "ლილოს" ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდან იყო

COVID-19-ით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია. იგი მცხეთის ცხელების ცენტრში 29 ივლის შეიყვანეს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა ჰქონდა.

ვირუსმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ 87 წლის ქალი "ლილოს" ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდან იყო.

დღის ამბები