29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
რა გახდა შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი - ტურისტებით სავსე მიკროავტობუსს ტექნიკური შემოწმება გავლილი არ ჰქონდა

რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი შატილის გზაზე, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დაღუპულთა ოჯახის წევრებს, საზოგადოებას და გამოძიებას აქვს.

როგორც ირკვევა, ტურისტული კომპანია treveler.ge-ს მიერ დაქირავებულ მიკროავტობუსს ტექნიკური შემოწმება გავლილი არ ჰქონდა. კომპანიის წარმომადგენლები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან, ისინი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული სამძიმრის წერილით შემოიფარგლნენ.

კომპანის დამფუძნებლები მთელი დღის განმავლობაში მცხეთის რაიონულ პოლიციაში იკითხებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები