29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის განცხადებით, მისი ტელეფონიდან მასალებია წაშლილი რაზეც პასუხისმგებლობას პროკურორს აკისრებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სრულწლოვანი პირების სასამართლო პროცესი 14 სექტემბრიდან განახლდება.

დღეს ჩატარებული 4 საათიან ხმაურიან სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს საშუალება მისცა ერთმანეთთან დაეზუსტებინათ ის, რაც მათთვის ყველაზე მეტ კითხვას ბადებდა.

ბრალდებულების ნაწილმა ამ უფლებით ისარგებლეს. შეკითხვები ჰქონდათ ბრალდებულ თენგო ბარბაქაძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, რომლის ოჯახმაც დღეს ის ვიდეო-ჩანაწერები გაავრცელა, რომელიც საქმის მასალებში დევს. 

მათი მტკიცებით, ამ მასალებით დასტურდება პროკურატურის საწინააღმდეგო ვერსია. ანუ, ორი პირი, რომელიც პროკურატურის ვერსიით ხიდის ქვეშ ჩადის და გიორგი შაქარაშვილს გზის საწინააღმდეგო მიმართულებით ხვდება, რევაზიშვილის ოჯახის მტკიცებით, თავად რევაზიშვილი და გაგნიძე ფერადი შენობის მიმართულებით გადადიან. ვიდეო მასალებთან დაკავშირებით, დღეს რევაზიშვილმა საქმის პროკურორს კითხვები დაუსვა, თუმცა პროკურორი ამტკიცებდა, რომ ამ მასალებში არავინ გადაადგილდება. 

ნიკოლოზ რევაზიშვილმა მისი პირადი ექაუნთიდან წაშლილ მასალაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის ამოღება და აღდგენა შესაძლებელია, მისი განმარტებით მასალებში მისი ყველა გადაადგილებაა ასახული.

რევაზიშვილის განცხადებით, მისი ტელეფონიდან მასალები მას შემდეგ წაიშალა, რაც მასთან ციხეში პროკურორი მივიდა და ვისაც მობილურის პაროლი უთხრა. 

დღის ამბები