29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძემ შემოიტანა ერთობაში მოითხოვს გამოსწორებას, არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი მისი ნომრით - ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს კონკურენტს არ დაუყენებს.

მისივე თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ოპოზიციის ერთობაში დისონანსი შემოიტანა და ეს უნდა გამოასწოროს.

"თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად ჩემი გადასახედიდან, თუმცა, ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას მისი მხრიდან. შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ მისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც ჩაითვალოს გამოსწორებად,"-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს უფლება აქვს გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი დაუყენოს, რადგან, საბურთალოს ოლქთან მიმართებაში ის ანალოგიურად მოიქცა. 

დღის ამბები