29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ამ დრომდე სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება - ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. სამივე ახალგაზრდა ქალია. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ამბობენ, ორის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მათ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდათ.

პაციენტებს შინაგანი სისხლდენა ჰქონდათ, რომელიც ექიმებმა შეაჩერეს და ისინი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

"სამივე ქალბატონის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კრიტიკული რჩება. ორ მათგანთან გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ რომ ასე გაგრძელდება და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპამდე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ,"- აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი. 

დაშავებულების საშუალო ასაკი 25 წელია. ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე გუშინ მოხდა. მას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ არის დაშავებული. 

 

 

 

დღის ამბები