29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ტურისტული კომპანია Traveler.ge ხევსურეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ტურისტული კომპანია Traveler.ge, რომელმაც  ხევსურეთის ტური დაგეგმა, მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას კომპანია ავრცელებს. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო. განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან.

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს,"- აღნიშნულია ტურისტული კომპანიის განცხადებაში. 

დღის ამბები