29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ჩამოერთვა

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ჩამოერთვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭოს საჩივრით მიმართა, სადაც მოითხოვა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ავტორიზაციის აღდგენა.

სკოლის ადვოკატები ავტორიზაციის ჩამორთმევის თაობაზე მთავარ მიზეზად პოლიტიკურ პროცესს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ხდება სკოლის დახურვის გადაწყვეტილება.

"უნდა გაუქმდეს ავტორიზაციის საბჭოს უკანონო გადაწყვეტილება. უნდა აღუდგეს ავტორიზაცია სკოლა-ლიცეუმს. ფორმალური მიზეზი გაუქმების არის რაღაც დარღვევები და საერთოდ არ ისურვა ავტორიზაციის საბჭოს სკოლის პოზიციის მოსმენა. ამის უკან დგას თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ," - აღნიშნა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

დღის ამბები