29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰან ბაირამოვი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს. 

"ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ძალიან სამწუხაროა. სამძიმარს ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველებს!" - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.



დღის ამბები