29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს მისი მკურნალი ექიმი ისაუბრებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ისევ კომაშია. ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. კომენტარს ამის შესახებ მისი მთავარი ექიმი, მანუელა ზინგლი გააკეთებს.

დღეს, გერმანულმა მედიამ კლინიკასთან ნავალნის მეუღლე დააფიქსირა, რომელმაც 23 აგვისტოს შემდეგ კლინიკა პირველად დატოვა. იულია ნავალნაიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავით მგზავრობისას გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა ომსკში განახორციელა. ის მოწამვლის ნიშნებით ჯერ ომსკის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

არის ეჭვი, რომ ის აეროპორტში ჩაით მოიწამლა. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს. 

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს. 

დღის ამბები