ზუგდიდში ე.წ. ლენჯერის კლასტერის არასრულწლოვანი წევრი გამოჯანმრთელდა. პაციენტი რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული და სავარაუდოდ, კლინიკას დღესვე დატოვებს.
რუხში კიდევ 10 პაციენტი მკურნალობს, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.