29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები გვიან ღამით თბილისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან, სადაც ავარია მოხდა, გვიანობამდე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათი ხევიდან ცხედრები და დაშავებულები გამოჰყავდათ.

დაღუპულები გვიან ღამით თბილისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც მათი ნათესავები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.

ავარიის მიზეზად გზაზე გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა სახელდება, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ერთი კომპანიის წარმომადგენელია. ისინი ორდღიან ტურში აბუდელაურის ტბებზე მიდიოდნენ. მათი ტრანსპორტირება "თრეველ.ჯი"-მ უზრუნველყო. ავარიის ადგილას იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილეც. იოსებ ჭელიძის თქმით, მიმდინარეობს დაღუპულთა იდენტიფიცირება.

"დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდნილი იყო შატილიდან ბარისახოსკენ მოძრავი "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი, სადაც იმყოფებოდა 20 მოქალაქე, მძღოლთან ერთად. სამი მოქალაქე მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა მძიმე დაზიანებებით და გადაყვანილ იქნენ შესაბამის დაწესებულებებში. სამწუხაროდ, 17 მოქალაქე გვყავს გარდაცვლილი. გარდაცვლილებიც ამოსვენებულები არიან," - განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

პარლამენტის მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" შალვა კერესელიძის განცხადებით, მიკროავტობუსი გაჩერებულ ჯიპის ტიპის ავტომანქანას დაეჯახა, რომელშიც მგზავრები არ ისხდნენ. მისი თქმით, ის ორივე მანქანა გადავარდა. კერესელიძის თქმით, გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. 

დღის ამბები