29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
პრეზიდენტი შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი შატილის გზაზე მომხდარ ავარიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, შატილის გზაზე მომხდარ ავარიას, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

დღის ამბები