ბერლინში კლინიკას, სადაც ალექსეი ნავალნია გადაყვანილი, 24 საათის განმავლობაში პოლიცია იცავს. ადგილობრივი ტელეკომპანია ZDF ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნავალნი გერმანიაში "კანცლერის სტუმრის“ სტატუსით იმყოფება. მედიასაშუალების ინფორმაციით, სწორედ ამიტომ იცავენ რუს პოლიტიკოსს 24 საათის განმავლობაში.
რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია, მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ სრული ანგარიში პოლიტიკოსის ჯანმრთელობის შესახებ, ხვალ გახდება ცნობილი.