29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სტიქიამ წალენჯიხაში საკარმიდამო მიწები დაზიანა, დაიტბორა სახლები

სტიქია იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად შიდა ქუჩები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა.

უხვმა ნალექმა დააზიანა ხიდ-ბოგირების ნაწილი, ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილს დაეტბორა საყანე ფართობი და თხილნარი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის მთავარი წყარო, ასობით კილოგრამი თხილი მოვარდნილმა წყალმა წაიღო. ქალაქში შანავას ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

არსებულ ვითარებას გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია. მერის მოადგილის ინფორმაციით, სტიქიის შემსწავლელი კომისია ადგილზე სწავლობს ზარალს და თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურას შეისწავლიან, რის შემდეგაც კომპენააციებზეც იმსჯელებენ.

ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აღარ წვიმს.

დღის ამბები