29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ქუთაისში ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია

ქუთაისში ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია.
სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები. 

დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. ადგილზე  იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.

დღის ამბები