29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
რაჭაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

"პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა," - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები