29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
დატბორილი სახლები, პარალიზებული გზები - საქართველოს რამდენიმე რეგიონი უამინდობამ დააზარალა

რამდენიმეკილომეტრიანი საცობი ბათუმში დატბორილმა ქუჩებმა გამოიწვია. ქალაქის შესასვლელთან წყალდიდობის გამო შეფერხებული მოძრაობა უკვე აღდგენილია.

აჭარასთან ერთად ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კახეთს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი და სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა, დაზიანდა სკოლაც. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება მესტიასა და ლენტეხშიც.

დღის ამბები