29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ქირურგების გულგრილობა თუ უბედური შემთხვევა - მელიქიძეების ოჯახი შვილის გარდაცვალების მიზეზს ხუთი წელია იკვლევს

რა ხდება მაშინ, როცა პაციენტის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ მძიმდება, ან ქირურგიული ჩარევა სიკვდილით სრულდება, ოჯახი კი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს - შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ოლგა მელიქიძე უკვე მეხუთე წელია ელოდება.

მირიან მელიქიძე სასჯელს გლდანის მერვე საპყრობილეში იხდიდა. სუნთქვის პრობლემების გამო რამდენიმე თვე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში გაატარა. 2016 წლის მარტში ჩაუტარდა ცხვირის ოპერაცია კლინიკა "მედ-ჯორჯიაში". ოპერაციიდან რამდენიმე საათში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ შვილის სიცოცხლე ქირურგის გულგრილობას შეეწირა, თუმცა ამის დამტკიცებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

დღის ამბები