თურქეთის გირესუნის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტიქიის მსხვერპლთა შორის ჟანდარმერიის ერთი თანამშრომელია.
ამ დროისთვის, დაკარგულად 11 ადამიანი მიიჩნევა. გირესუნის პროვინციაში მაშველებმა 127 ადამიანი გადაარჩინეს.
თურქული მედია წერს, რომ წყალდიდობამ სადრენაჟო მილი დაანგრია, რის შემდეგაც ჟანდარმერიის ხუთი თანამშრომელი და ექსკავატორის მძღოლი დაიკარგნენ.