29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სიტყვა "დევნილზე" ადამიანებს სიღარიბე არ უნდა ახსენდებოდეთ, უნდა ახსენდებოდეთ ოკუპაცია - გიგი უგულავა

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე და სოფელ ინგირში დევნილებს შეხვდა.

ევროპული საქართველოს ლიდერმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. პოლიტიკოსის თქმით, დევნილები უმძიმესს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მისი მთავარი პრიორიტეტი ამ პრობლემების მოგვარება იქნება.

გიგი გულავას თქმით, ადამიანებს დევნილებზე ახსენდებათ მხოლოდ სიღარიბე და არა ის პოლიტიკური ტკივილი, რასაც ოკუპაცია ქვია.

"დევნილზე" ადამიანებს სიღარიბე არ უნდა ახსენდებოდეთ, უნდა ახსენდებოდეთ ოკუპაცია. მათაც მობეზრდათ ეს უაზრო დაპირებები, რასაც "ქართული ოცნება" გამუდმებით იძლევა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები