29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ცოცხალი ჯაჭვი ლიეტუვას საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე - "შეცვალემ" დღეს აქცია-პერფორმანსი გამართა

მოძრაობა "შეცვალემ" დღეს აქცია-პერფორმანსი გამართა. ლიეტუვას საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე მოძრაობამ ცოცხალი ჯაჭვი გააბა.

"შეცვალეს" აზრით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო განცხადებები გააკეთოს ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად, ლუკაშენკოს მმართველობის წინააღმდეგ.

"პირველ რიგში ეს არის სოლიდარობა ბელარუს ხალხთან, რომელიც დღეს არის უდიდესი წნეხის ქვეშ მოძალადე, დიქტატორის მხრიდან. იქ ადამიანები იღუპებიან, ადამიანებს აწამებენ. ეს ბრძოლა გარკვეულწილად ჩვენიცაა. სრული სოლიდარობა მათ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები