29 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
გახდა თუ არა ნავალნი პუტინის მორიგი სამიზნე - კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის გადარჩენას გერმანელი ექიმები ცდილობენ

ჩაის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, თუ პუტინის მორიგი საწამლავი - ამ კითხვაზე პასუხი, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე უმეტესობისთვის ალბათ ცხადია.

კრემლის პოლიტიკური შხამი უკვე იგემეს ლიტვინენკომ და სკრიპალებმა, რასთან გვაქვს საქმე ნავალნის შემთხვევაში, ამას გერმანელი სპეციალისტები დაასკვნიან. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს, ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესება არ შეიმჩნევა.

ის ამჟამად კომაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ახლა გერმანელმა სპეციალისტებმა ისიც უნდა დაადგინონ, რამ გამოიწვია პოლიტიკოსის ორგანიზმის კოლაფსი.

ვიდრე სამედიცინო დასკვნა გახდება ცნობილი, ექსპერტები ისევ აქტიურად მსჯელობენ, შესაძლოა, თუ არა ნავალნი პუტინის მორიგი მსხვერპლი გამხდარიყო.

დღის ამბები