29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ჩვილის ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში - ერთი ოჯახის 6 წევრის ვირუსის წყარო ეპიდემიოლოგებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს

თვენახევრის ახალშობილის ინფიცირების წყარო ეპიდემიოლოგებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს. ჩვილის გარდა ინფიცირებულები არიან მისი მშობლები, 7 წლის ძმა და ბებია-ბაბუა. კორონავირუსით ინფიცირებული თვენახევრის ბავშვი უკვე მესამე დღეა მშობლებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

ახალშობილს COVID-19-ზე ტესტი ტემპერატურის გამო გაუკეთეს. მისთვის ვირუსის დადასტურების შემდეგ კი მედიკოსებმა დედ-მამის ბიოლოგიური მასალაც შეამოწმეს.ახალშობილის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროში მის არც ერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ერთი ოჯახის 6 წევრს ვირუსი 20 აგვისტოს დაუდასტურდა. დღეს კი სტატისტიკა 9 პაციენტით გაიზარდა. მათგან ერთის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

მეორე დღეა, რაც დაბა მესტიასა და ლენჯერში კორონავირუსზე მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება მიმდინარეობს. დღეს გამოკვლეული 813 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

დღის ამბები