29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
აბსურდული ბრალდების რეალური ტყვე - 34 დღიანი პატიმრობის შემდეგაც გაურკვეველია როდის გაათავისუფლებს საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძეს

მას შემდეგ, რაც ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ხვიჩა მღებრიშვილს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აბსურდული - ღამურებზე ნადირობის ბრალდებით, სამ თვიანი პატიმრობა შეუფარდა, კიდევ ერთი დატყვევებულის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

საუბარია ზაზა გახელაძეზე, რომელიც ოკუპანტებმა 13 ივლისს ჯერ დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე შეუიარაღებელი იყო, ოკუპანტები მას თავდასხმასა და ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

34 დღიანი პატიმრობის შემდეგაც გაურკვეველია, რამდენ ხანს მოუწევს ზაზა გახელაძეს ოკუპანტების ტყვეობაში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად აწვდის, გაურკვეველია როდის გაიმართება 33 წლის მამაკაცის აბსურდულ საქმეზე მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი.

დღის ამბები